"ეროვნული საბჭოს" წევრები პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, მორიგ საპროტესტო აქციას კვლავ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამართავენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება აქციის ორგანიზატორებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებმა ე.წ. პოლიტპატიმრების პლაკატები ჩამოხიეს, რომელიც სამინისტროს შენობაზე აქციის მონაწილეებმა გააკრეს.
ინციდენტი კობა დავითაშვილისა და კახა კუკავას ჩარევის შემდეგ ამოიწურა, თუმცა როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ მსგავსი შემთხვევა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასთან და არც "ნაციონალური
მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთანაც კი არ მომხდარა.
შეგახსენებთ, რომ პოლიტპატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციური პარტიების წევრები ყოველ ხუთშაბათს, თბილისის სხვადასხვა რაიონში მარტავენ აქციებს.