დონეცკის რაიონში ბოევიკებმა ცეცხლი საცხოვრებელი კვარტლების მიმართულებით გახსნეს, რამაც ნგრევა გამოიწვია. არიან დაზარალებულებიც. ანტიტერორისტულ შტაბში მიიჩნევენ, რომ ტერორისტები ზალპური ცეცხლის დანადგარ „მბ-21" „გრადიდან" ისროდნენ. განცხადება ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერმა ვლადისლავ სელეზნიოვმა გააკეთა.
მისი განცხადებით, თავდასხმების შემდეგაც არის ნგრევა და არიან დაშავებულები.
„კიდევ ერთხელ ავღნიშნავ ხაზგასმით, რომ ანტიტერორისტული ძალები კვარტლების მიმართულებით სადაც მშვიდობიანი ხალხი ცხოვრობს ცეცხლს არ ხსნიან",_ განაცხადა სელეზნიოვმა.