ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტომასალით რუსული სამხედრო ტექნიკის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა დაადასტურა. აღნიშნული მასალა ნატოს ინტერნეტ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
„ტანკებზე არ არის მარკირება ან კამუფლიაჟი, რომელიც უკრაინელი სამხედროების მიერ გამოიყენება და ისინი ძალიან ჰგვანან მათ, რომელთა მეშვეობითაც რუსეთმა ყირიმში სიტუაციის დესტაბილიზება მოახდინა",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში და იქვე აღნიშნულია, რომ გამოქვეყნებულმა მასალებმა უნდა აიძულონ რუსეთი თავის ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღოს.
„რუსეთის ოფიციალური პირები არაერთგზის თავს არიდებდნენ პასუხისმგებლობის აღებას თავის თავზე აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში განვითარებული მოვლენების გამო. გამოქვეყნებულმა მასალებმა კი უნდა აიძულოს რუსეთი თავის ქმედებებზე პასუხი აგოს",_ აცხადებენ ნატოში.