კომპანია `თელასი" მაღალი ძაბვის ქვესადგურ `თბილთეცში" დაზიანებულ საკაბელო არხებზე გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, 27 მარტის ღამის 02:00 საათიდან 07:00 საათამდე ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. ელექტრომომარაგება შეეზღუდება აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, დიმიტრი უზნაძის, წინამძღვრიშვილის, ჩიქობავას, ჩერნიშევსკის, მაზნიაშვილის, მამარდაშვილის, ჩიტაიას, ბუხაიძის, ჩხეიძის, თოიძისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს. დროის ამ მონაკვეთში ელექტროენერგიას ვერ მიიღებენ ჩუღურეთის რაიონში მდებარე ორგანიზაცია-დაწესებულებები და საავადმყოფოები, რომელთაც დაგეგმილი გამორთვის შესახებ კომპანიამ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე ჩუღურეთის ყველა მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.