უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი დეშჩიცამ განმარტა, თუ რატომ უწოდა რუსეთის პრეზიდენტს უცენზურო სიტყვა, კიევში რუსეთის საელჩოსთან მიმდინარე აქციის დროს.
აღნიშნული განმარტება მან რადიოსადგურ „ეხო მოსკვის" ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, ის აქციაზე რუსეთის საელჩოსთან მივიდა იმისათვის, რომ ხალხი დაეწყნარებინა.
„ამ მომენტში მთავარია ხალხი დააკავო",_ განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს კიევში რუსეთის საელჩოსთან არეულობა დაიწყო. საელჩო პიკეტი 200 მდე ადამიანმა განახორციელა. მათ რუსეთის საელჩოს კვერცხები და სხვა ნივთები დაუშინეს. დაზიანეს დიპლომატების ავტომანქანები.