გაეროს უშიშროების საბჭომ უარი თქვა მხარი დაეჭირა რუსეთის მიერ შემოთავაზებული განცხადებისათვის, რომელშიც დაგმობილი იყო კიევში მომხდარი თავდასხმა რუსეთის საელჩოზე. განცხადება ამის შესახებ რუსეთის დუმის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე პუშკოვმა გააკეთა.
„საერთაშორისო სისტემა ირღვევა. საერთაშორისო საზოგადოებამ უარი თქვა კიევში რუსეთის საელჩოზე განხორციელებული იერიშის განხილვაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა უკვე საელჩოებზე თავდასხმა შეიძლება",_ დაწერა პუშკოვმა „ტვიტერში" თავის გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები