საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლუგანსკში, უკრაინა, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც უკრაინის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის IL76 ჩამოგდების შედეგად 49 სამხედო მოსამსახურე დაიღუპა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმის, ექსტრემიზმის, სეპარატიზმის ნებისმიერ გამოვლინებას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, მთლიანად უკრაინელ ხალხს და უკრაინის მთავრობას.