წინასწარი მონაცემებით აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების შედეგად უკვე დაღუპულია 100 ზე მეტი უკრაინელი სამხედრო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ლუგანსკის ტრაგედია უკრაინელი სამხედროების დაღუპვის პირველი შემთხვევა როდია.
ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებიდან დონეცკის რაიონში დაცხრილვების შედეგად დაღუპულია 30 სამხედრო. ასევე დონეცკს რაიონში, ვოლნოვახის დასახლებულ პუნქტთან დაღუპულია 16 ჯარისკაცი. ისინი საგუშაგოს იცავდნენ და ანტიტერორისტულ ოპერაციაში ჩართულნი არ იყვნენ.
29 მაისს სლავიანსკთან ასევე ჩამოგდებულ იქნა ვერტმფრენი, რომელშიც უკრაინელი სამხედროები ისხდნენ. აფრენიდან რამდენიმე წუთში ტერორისტებმა მათი მიმართულებით რაკეტა გაუშვეს. მგზავრიდან არავინ, მათ შორის გენერალი კულჩიცკი ვერ გადარჩა.
ორივე შემთხვევაში, სამხედროთა განცხადებით პროფესიონალები მოქმედებდნენ.
მიუხედავად, წინასწარი გათვლებისა, ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებიდან დაღუპული უკრაინელი სამხედროების ზუსტი რაოდენობა ჯერ ჯერობით არ სახელდება.