მარტვილის რაიონში მომხდარ ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. როგორც შსს გამართულ პრესკონფერენციაზე უწყების პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა სამართალდამცავებმა უკვე აღმოჩინეს გატაცებული ბიულეტენები, რომელიც დაზიანებული არ არის.
,, მარტვილის რაინში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ 179-ე მუხლით რაც ყაჩაღობას გულისხმობს. Bბოლო ინფორმაცია რაც მომაწოდეს პოლიციამ საარჩევნო უბნიდან, დაახლოებით, 200 მეტრის დაშორებით იპოვა საარჩევნო ბიულეტენები და ისინი დაზიანებული არ არის", _განაცხადა გიორგობიანმა.
წუხელ, დაახლოებით 2-დან 3- საათამდე მარტვილის საარჩევნო ოლქის დოშაყეს #16-ე საარჩევნო უბანი დააყაჩაღეს.
შეიარაღებულმა პირებმა საარჩევნო უბნიდან, რომელსაც დაცვის პოლიცია იცავდა, საარჩევნო ბიულეტენები და ყუთი წაიღეს.უბანში რეგისტრირებულია 350 ამომრჩეველი.