მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" დედაქალაქის მთავრობას "ჭირისუფლების ძარცვაში" ადანაშაულებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე მემრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოქალაქეებს, რომლებსაც თბილისში სასაფლაოს ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი უკვე ნაყიდი აქვს, მაგრამ იქ ამჟამად არავინაა დასაფლავებული, აიძულებენ, თანხა ხელმეორედ გადაიხადონ.
"ეს ეხება ისეთ საფლავებსაც, სადაც მიცვალებული უკვე დასაფლავებულია, მაგრამ დატოვებულია ადგილი გადაცვლილის ოჯახის წევრებისთვის. პირველ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 1000 ლარს, ხოლო მეორე შემთხვევაში, - 300 ლარს. თბილისის მერიისა და საკრებულოს სამსახურები შესაბამისი დოკუმენტაციის გამომზეურებისგენ თავს იკავებენ, თუმცა შ.პ.ს "ჰერმესში" ადასტურებენ, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან დირექტივა მიღებული აქვთ და თანხებს, ზემოთ დასახელებული ნიხრით, მოქალაქეებს უკვე ახდევინებენ", - განაცხადა მამრაძემ.
მისივე განმარტებით, თბილისის ხელმძღვანელობა ჭირისუფლების ხარჯზე ხელის მოთბობის სურვილს პირველად არ ამჟღავნებს.
"ასეთივე ყაჩაღური მცდელობა ცოტა ხნის წინაც იყო, მაგრამ მაშინ, ჩვენი ზემოქმედების შედეგად, საფლავების მომსახურების ტარიფების გაზრდა ვეღარ მოხერხდა. არც ახლა დავუშვებთ იმას, რომ მოქალაქეებს სასაფლაოზე მიწის ნაკვეთები ხალახლა აყიდინონ", _ აღნიშნავს მამრაძე.