მოსკოვის ოლქში მსუბუქმოტორიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაიღუპა 2 ადამიანი. შემთხვევა მოსკოვთან ახლოს სერპუხოვსკის რაიონში მოხდა.
„სერპუხოვიდან დაახლოებით 15 კილომეტრში ჩამოვარდა მსუბუქმოტორიანი თვითმფრინავი. წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია ორი ადამიანი",_ აცხადებს შემთხვევის ადგილზე მყოფი ოპერატიული შტაბის წარმომადგენელი.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამჟამად შემთხვევის ადგილზე ოპერატიული ჯგუფი, მაშველები და მედიკოსები მუშაობენ.