საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტი 14 ივნისიდან გაიხსნა და 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩახერგილი გზის სარემონტო-გაწმენდითი სამუშაოების გაგრძელების გამო ავტომანქანების გაშვება ეტაპობრივად მოხდება.
დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტი სტიქიის შედეგად ხეობაში ჩამოწოლილი ნაშალი მიწის გაწმენდითი სამუშაოების გამო 17 მაისიდან არ ფუნქციონირებდა.
მასალის გამოყენების პირობები