ბათუმში, ახალი სამაცივრე სასაწყობო მეურნეობა გაიხსნა, რომელიც800 კვ. მ-ზეა განთავსებული.
მეურნეობა დამოუკიდებელი ტემპერატურული რეჟიმის 14 კამერითაა აღჭურვილი, რომელშიც შესაძლებელია მინიმუმ 500 ტონა სურსათის შენახვა განუსაზღვრელი პერიოდით. იტალიიდან და გერმანიისდან და თურქეთიდან ჩამოტანილი მაცივრები უწყვეტად გამოიმუშავებენ +8-დან -25 გრადუსამდე ტემპერატურას , რითაც ნებისმიერი სახის სურსათის შენახვის საშუალებას იძლევა.
ამავე მეურნეობის ტერიტორიაზე განთავსებულია 5000 კვ/მ ფართის საწყობები. მხოლოდ სამაცივრე საწყობის მშენებლობისთვის 1 200 000 დოლარი გაიხარჯა. დღესდღეობით შპს-ში 50 ადამიანი მუშაობს. სრული დატვირთვის შემთხვევაში კი მინიმუმ 200 ადამიანი დასაქმდება.