"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობა ქართული ავიაკომპანიებისათვის ბაზრის 40 პროცენტის დათმობას და უცხოურ კომპანიებთან რეალურ მოცულობაზე დაფუძებული პარიტეტული რეჟიმის შემუშავებას ითხოვს. ამის შესახებ განცახდება „ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაანადგუროს ეროვნული სამოქალაქო ავიაცია. მთავრობა აფორმებს ხელშეკრულებებს, რომლებიც საშუალებას აძლევს უცხო ქვეყნების ავიაკომპანიებს ყველანაირი შეზღუდვების გარეშე განახორციელონ საქართველოში ფრენები, თუმცა იგი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ამით მთავრობა ვერანაირ სარგებელს ვერ ნახულობს.
"ხელისუფლების ანტიეროვნული პოლიტიკით უკიდურესად შევიწროვებული ქართული ავიაკომპანიები ლიკვიდაციის ზღვარზეა მისული. კვალიფიციური ქართველი მფრინავები იძულებულნი არიან აფრიკის ავიახაზებზე იშოვოს სამუშო და ამით არჩინონ ოჯახები. ჩვენ ვკარგავთ ათასამდე სამუშაო ადგილს, ვკარგავთ მილიონიბით ლარს, რომელიც ბიუჯეტში უნდა იყოს შეტანილი და ეს მაშინ, როდესაც უცხოურ ავიაკომპანიებს ქართული ბაზრის 80-პროცენტიანი სეგმენტი აქვთ დაკავებული. შამაგიეროდ, ისინი ერთ თეთრსაც არ იხდიან ბიუჯეტში და ჯამში ყველას ერთად დასაქმებული ყავს 50 ადამიანი. ამ დროს კი ქართული ავიაკომპანიები ითვისებენ ბაზრის 20 პროცენტს და ასაქმებენ ათასზე მეტ ადამიანს და იხდიან მილიონიბით ლარს ბიუჯეტის სასარგებლოდ", - აცხადებს ლალიაშვილი.
როგორც იგი აღნიშნავს, მსოფლიოს ყველა ქვეყან ცდილობს შეუქმნას საკუთარ ავიახაზებს პრივილეგირებული თუ არა ისეთი გარემო მაინც, სადაც ისინი არ დაიჩაგრებიან უცხო ქვეყნების კომპანიების მიერ.
მასალის გამოყენების პირობები