ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში, რომელიც 2015 წელს უკრაინაში უნდა გამართულიყო სხვა ქვეყანაში ჩატარდება. ასეთი გადაწყვტილება მიიღო ევროპის კალათბურთის საერთაშორისო ასოციაციამ (FIBA Europe).
„FIBA -ს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 2015 წლის ჩემპიონატის უკრაინიდან სხვა ქვეყანაში გადატანის შესახებ",_ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩემპიონატი 2015 წლის შემოდგომაზე უკრაინის 6 ქალაქში უნდა გამართულიყო.