ხვალ, 14 ივნისს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლის "მაკბეტტ" პრემიერა გაიმართება.
ეჟენ იონესკოს პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა რეზო შატიკიშვილმა დადგა. სპექტაკლში გამოყენებულია ზურაბ ყიფშიძის ხმის ჩანაწერი, რუსუდან ფეტვიაშვილის ბავშვობისდროინდელი ნახატები და ფრაგმენტები უილიამ შექსპირის „მეკბეტიდან".
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მედეა ახალაძე, ანდრია გველესიანი, გიორგი გოგუაძე, თორნიკე დიღმელაშვილი, დავით თურქიაშვილი, გიორგი იარაჯული,ნინო იოსელიანი, ბექა კულიჯანაშვილი, იოსებ მგალობლიშვილი, ლაშა მელაშვილი, ელდარ ფუტკარაძე, ნიკა ჩხაიძე.
სპექტაკლი განხორციელდა თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.