29 ივნისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის დარბაზში დიდი ქართველი კომპოზიტორის, არჩილ კერესელიძის დაბადებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებაზე შესრულდება კომპოზიტორის ცნობილი სიმღერები და კინომუსიკა. კონცერტში მონაწილეობენ თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი ვახტანგ კახიძე და სოლისტები - ნატალია ქუთათელაძე და დავით გველესიანი.
კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე არაერთი ცნობილი ფილმის მუსიკის ავტორია, მათ შორისაა: „დიდოსტატის მარჯვენა", „მაგდანას ლურჯა", „ქეთო და კოტე" და სხვ. კომპოზიტორის მუსიკა ჟღერდა ისეთ სპექტაკლებში, როგორიცაა ,,დავით აღმაშენებელი", ,,მეფე ერეკლე", ,,მოძღვარი", ,,რომეო და ჯულიეტა", ,,ანტონიუსი და კლეოპატრა", ,,კაცია ადამიანი?!", ,,მარინე", ,,მაია წყნეთელი", ,,ახალი ფუძე", ,,სანაპიროზე", ,,ძველი ვოდევილები".
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. ღონისძიებას თანამხარდაჭერას უწევს თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.