საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე-მანუელ ბაროზომ ხელი მოაწერეს დაფინანსების ხელშეკრულების, რომლის საშუალებითაც ევროკავშირი ხელს შეუწყობს საქართველოს წყლის ხარისხის გაუმჯობესებაში და თითქმის 200 000 ადამიანისათვის წყლის უწყვეტ მიწოდებაში.
პროექტები "წყლის მოდერნიზაცია II" გაგრძელდება თითქმის ხუთი წლის განმავლობაში. მათ ფარგლებში მიღწეული იქნება ისეთი საკვანძო ამოცანები, როგორებიცაა: არსებული წყალმომარაგების ქსელის განახლება, ქსელში ახალი
მომხმარებლების ჩართვა, მომსახურების უფრო მაღალი დონის დანერგვა (უფრო ხანგრძლივი ან საერთოდ უწყვეტი წყალმომარაგება) და წყლის დანაკარგების შემცირება, რაც გააუმჯობესებს წყალმომარაგებას.
ამჟამად პროექტი მოიცავს 28 ქალაქს, რომლებიც შემდეგ რეგიონებში მდებარეობენ: სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია; იმერეთი, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი; კახეთი; შიდა ქართლი; ქვემო ქართლი; სამცხე-ჯავახეთი.
პროექტი მოიცავს როგორც მთავარ ქალაქებს, ასევე პატარა სოფლებსაც. პროექტის საერთო ღირებულების 80 მილიონი ევროდან, ევროკავშირი უზრუნველყოფს გრანტს, საერთო ოდენობით 8 მილიონი ევრო, ევროპის საინვესტიციო ბანკი - სესხს 40 მილიონი ევროს ოდენობით, ხოლო აზიის განვითარების ბანკის სესხი 32 მილიონ ევროს შეადგენს. ეს პროექტი წარმოადგენს წინა "წყლის მოდერნიზაცია I" პროექტის გაგრძელებას, რომელმაც უკვე ბევრი გაუმჯობესება მოიტანა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხში. ევროკავშირი ასევე ხელს უწყობს პროექტს "წყალმომარაგება და კანალიზაცია ბათუმში და მიმდებარე სოფლებში" 8.5 მილიონი ევროს მოცულობის გრანტით.