ქუთაისში მარავალსართულიან საცხოვრებელი სახლში ხანძრის გაჩენის შედეგად ერთი ადამიანი - 83 წლის ინდიკო სირბილაძე დაიღუპა და ათობით ოჯახი კი უსახლკაროდ დარჩა.
განჯის #15 საცხოვრებელ სახლში ინციდენტის მიზეზი ერთ-ერთი მცხოვრების, 83 წლის ინდიკო სირბილაძის სახლში გამათბობელის აალება გახდა.
მოსახლეობის ინფორმაციით, მოხუცი სახლში მარტო იმყოფებოდა, რის გამოც მან ხანძრის ჩაქრობა ვერ მოახერხა და ცეცხლი მთელ კორპუს გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა მხოლოდ პირველი სართულის გადარჩენა შესძლეს.
ქუთაისის მერია დაზარალებულებს დახმარებას დაპირდნენ.