რიკოთის უღელტეხილზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო, მსუბუქი ავტომანქანებით დასავლეთის მიმართულებით გადაადგილების მსურველებმა გომი-საჩხერე-ჭიათურის შემოვლითი გზით უნდა ისარგებლონ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ რიკოთის უღელტეხილზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო, მსუბუქი ავტომანქანებით დასავლეთის
მიმართულებით გადაადგილებისას გომი-საჩხერე-ჭიათურის შემოვლით გზით ისარგებლონ.
„რაც შეეხება სატვირთო ავტომანაქანებს, მათი გადაადგილება
გომი-საჩხერე-ჭიათურის შემოვლითი გზითაც დროებით შეზღუდულია.
რიკოთის გვირაბის დასავლეთის მხარეს მეწყერმა გზის სავალი ნაწილის სამი ზოლი სრულად ჩახერგა"-მ აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.