ლეიბორისტული პარტიის გენერალურმა მდივანმა, იოსებ შატბერაშვილმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შრომის წიგნაკების გაუქმება გააპროტესტა. მისი განცხადებით შრომის წიგნაკების გაუქმება დაუშვებელია, ამით მოქალაქეების სამუშაო სტაჟი წყალში იყრება.
"დაუშვებელია გაუქმდეს შრომის წიგნაკები. ისედაც საკმარისია რომ ქართველ მოსახლეობას არ გააჩნია ეროვნების დამადასტურებელი მოწმობა, ჩვენთვის აღარ არსებობს მამის სახელი. საინტერესოა როგორ უნდა შეძლოს ხელისუფლებამ პენსიების დამსახურებისა და სამუშაო სტაჟის მიხედვით მიღება",- განაცხადა შატბერაშვილმა.
ლეიბორისტული პარტია აცხადებს, რომ თუ კანონის სახეს მიიღებს შრომის წიგნაკების გაუქმება, ამას პარტია სასამართლოში გაასაჩივრებს.
შატბერაშვილმა ასევე განაცხადა, რომ დღეს მთავრობის დაანგარიშებით საარსებო მინიმუმი 114 ლარია, როცა საქართველოში საშვალო პენსია 70 ლარს შეადგენს.
"საინტერესოა რომელ ადამიანს ეყოფა 70 ლარიანი პენსია საარსებოთ, მაშინ როცა თვითონვე აცხადებენ, რომ სააარსებო მინიმუმი თითოეულ მოქალაქეზე 114 ლარია, თუმცა ესეც არ არის სწორი დაანგარიშება, რადგან მინიმუმ 300 ლარი სჭირდება თითოეულ მოქალაქეს საარსებოდ თან ამ თანხაში სწავლა და სამედიცინო მომსახურებაც არ შედის",- აცხადებს შატბერაშვილი.