საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ტარდება საქველმოქმედო აქცია - "გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე!" აქცია ჩატარდა სლოგანით - "იყო დონორი - ეს ნიშნავს, იყო გმირი!" სისხლის გაღება შეეძლო ყველა ჯანმრთელ ადამიანს 20-იდან 60 წლამდე.
უანგარო დონორის აქცია სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურმა (სისხლის ბანკი) ჩაატარა.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, დონორების მიერ ჩაბარებული სისხლისგან "სისხლის ბანკში" მზადდება სისხლის კომპონენტები, რომლებითაც თბილისის კლინიკები მარაგდება.
აღსანიშნავია, რომ 14 ივნისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა სისხლის დონორთა მსოფლიო დღეს აღნიშნავს.