საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსი" "ქვეყნები გარდამავალ ეტაპზე 2014", ანგარიშსს აქვეყნებს. რადიო ,,თავისუფლების" ინფორმაციით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხის შეფასება ერთი წლის წინანდელი 4,75-დან 4,68 ქულამდე გაუმჯობესდა. 2012 წელს იგივე ორგანიზაცია საქართველოში დემოკრატიის ხარისხს 4,82 ქულით აფასებდა.
ანგარიშის თანახმად, შეფასების 7 ქულიან სისტემაში 1-იანი აღნიშნავს ყველაზე მეტ პროგრესს, 7-იანი კი ყველაზე დაბალ პროგრესს.
საარჩევნო პროცესი საქართველოში 4,5 ქულით ფასდება, სასამართლოს დამოუკიდებლობა - 5 ქულით, მედიის დამოუკიდებლობა - 4 ქულით.
2005 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში დემოკრატიის ხარისხის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს აქვს - ის 0,28 ქულით არის გაუმჯობესებული.