გლდანში, სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის მიზნით, თბილისის მერია ახალი კვანძის მოწყობას იწყებს. პროექტის ფარგლებში, შეშელიძის ქუჩიდან ავჭალის მიმართულებით, გლდანის ხიდების გავლით, სატრანსპოტო საშუალებები ახალი პანდუსებით იმოძრავებენ. სულ ორი პანდუსი მოეწყობა, რომელიც სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილებას შეუზღუდავად უზრუნველყოფს. პროექტის განხორციელების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობა გამარტივდება და მნიშვნელოვნად განიტვირთება. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება.
ახალი პანდუსების სამშენებლო სამუშაოები დღეს, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურების უფროსებმა დაათვალიერეს.
მასალის გამოყენების პირობები