ზემო მლეთაში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ისინი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით კლინიკებში არიან მოთავსებულები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დღის მეორე ნახევარში ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა ზემო მლეთაშიც. სტიქიამ საავტომობილო გზები და მცირე ხიდები დააზიანა. რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო სატრანსპორტო მოძრაობა.
სტიქიის ზონაში ორი მსუბუქი ავტომობილიც მოხვდა, თუმცა შედეგად არავინ დაშავებულა. ასევე ქვემო მლეთაში ლომისის სალოცავიდან მომავალი 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები.