ქუთაისში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული 16 წლის მაგდა მაღლაფერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ქუთაისის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, გოგონას ხერხემალზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და მის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, სამსართულიანი სახლის აივნის ჩამონგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 37 წლის კახა მაღლაფერიძე აივანზე 16 წლის შვილთან ერთად იდგა, როცა მან ჩამოშლა დაიწყო.