საკანონმდებლო ორგანოში დღეს "თავისუფლების ქარტიის" პროექტის განხილვა დაიწყება.
როგორც პროექტის ავტორი, პარლამენტარი გაი თორთლაძე განმარტავს, აღნიშნული კანონპროექტი "პატრიოტის აქტის" და "ლუსტრაციის შესახებ" კანონის შეჯერებული ვარიანტია.
"კანონპროექტი ქვეყნის უსაფრთხოების მექანიზმებს შემუშავებას გულისხმობს. "თავისუფლების ქარტიაში" ჩადებულია კონტროლის მექანიზმები, მათ შორის პირობითი საზღვრების მონიტორინგი, ასევე ტვირთებისა და დიდი ფულადი გადარიცხვების კონტროლი", - აცხადებს თორთლაძე.
მივე თქმით, კანონპროექტში გარკვეული შეზღუდვები ყოფილ მაღალ ჩინოსნებზეც დაწესდება.
"თავისუფლების ქარტიის" საკომიტეტო მოსმენები მიმდინარე კვირაში გაიმართება, ხოლო მომავალ კვირას სესიაზე პირველი მოსმენით კენჭისყრაზე დადგება.