საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაში მიიღებს მონაწილეობას.
პრეზიდენტი ბელგიაში რამდენიმე საათის წინ გაფრინდა.
მიხეილ სააკაშვილი ყრილობაზე სიტყვით გამოვა, ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის და ნატოს გენერალური მდივანთან ანდრეს ფოგ რასმუსენთან პირისპირ შეხვედრა.
ქართული მხარის ინფორმაციით, შეხვედრაზე სააკაშვილი და რასმუსენი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარების გზებზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაში 15-მდე ქვეყნის მეთაური მიიღებს მონაწილეობას.