ხვალ, 12 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის შეხვედრების ოთახში გაიმართება ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებისა და სტუდენტების შეხვედრა. შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი იქნება პრეზენტაცია, რისი მიზანიც სტუდენტებისთვის მომსახურების სააგენტოს მუშაობს, მიმდინარე ინოვაციების და უნივერსალური ქართული პორტალი „eAuction.ge"-ს გაცნობაა.
პრეზენტაციის ფარგლებში დაინტერესებული სტუდენტებისთვის გაიმართება იმიტირებული აუქციონი. მსურველებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაიარონ უფასო რეგისტრაცია ვებგვერდზე www.eAuction.ge.