დღეს, 25 მარტს, თბილისში ჯორჯ ბუშის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გაიმართება.
აქციის ორგანიზატორიების ინფორმაციით, პერფორმანსი, სახელწოდებით _ "არა ბუშს!" შავი ზღვის ქუჩაზე, ჯორჯ ბუშის ბანერთან მოეწყობა. მათივე ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ითხოვენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახელი გადაერქვას თბილისის ქუჩას.
პერფორმანსზე გამოიფინება გუანტანამოს ციხის პატიმრების და ერაყში ამერიკელი სამხედროების მსხვერპლთა ფოტოები.
აქციის ბოლოს კი ჯორჯ ბუშის ფოტოს ახალგაზრდები ხელბორკილებით "მიეჯაჭვებიან".