საქართველოს ხარისხის ასოციაციამ ხუთი ქართული ხარისხიანი კომპანია გამოავლინა. "საქკაბელს", "ეროვნულ სკრინინგ ცენტრს", "ელიტა ბურჯს", რესტორან "ფუნიკულიორსა" და "F-Lovers"
"ხარისხის ნიშნის" სერტიფიკატი სამი წლის ვადით გადაეცათ. ამ კომპანიებს "ხარისხის ნიშნის" ლოგოს გამოყენება და საკუთარ პროდუქტზე დატანა შეუძლიათ. "ხარისხის ნიშნოსანი" კომპანიები საინსპექციო კონტროლს ამ სამი წლის განმავლობაში კიდევ ორჯერ გაივლიან.
დაჯილდოების ცერემონია რესტორან "ფუნიკულიორ"-ში გაიმართა. ასოციაციის პრეზიდენტმა სტუმრებს სამომავლო გეგმები გააცნო და ახალი მენეჯმენტი წარუდგინა.
ღონისძიებას მთავრობის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.