ხვალ, 12 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურულ კლუბში უმბერტო ეკოს რომანის "პრაღის სასაფლაო" პრეზენტაცია და წიგნის მთარგმნელ ხათუნა ცხადაძესთან შეხვედრა გაიმართება.
წიგნს ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა "დიოგენე" წარმოადგენს.
წიგნს წარადგენს გამომცემელი და იტალიის საელჩოს წარმომადგენელი. პრეზენტაციის შემდეგ მთარგმნელი ისაუბრებს რომანზე და გაიმართება დისკუსია მკითხველთან.
მასალის გამოყენების პირობები