ბათუმის საქალაქო სასამართლომ იუსუფ ლაკიევს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხოლო მასთან ერთად დაკავებულ ფირუზ წულუკიძეს 2 წლით პატიმრობა შეეფარდა, თემურ ბახუნტარიძის სასჯელი კი 2 წლითა და 3 თვის ვადით განისაზღვრა.
მათ ასევე დაეკისრათ 2 000-ლარიანი ჯარიმა.
თემურ ბახუნტარაძე და ფირუზ წულუკიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
შეგახსენებთ, რომ თემურ ბახუნტარიძე, ფირუზ წულუკიძე და რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკიევი 2013 წლის 13 სექტემბერს დააკავეს.
დაკავების დროს დაიჭრა ერთი პოლიციელი და თავად ლაკიევი.
რუსეთის სახელმწიფომ ეთნიკურად ჩეჩენი ლაკიევის გადაცემა ითხოვა. რუსული მედიის ინფორმაციით, მან 9 სექტემბერს სოხუმში რუსი დიპლომატი დიმიტრი ვიშერნიოვი მოკლა.