ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ახალი საწარმოს მშენებლობა იგეგმება, რაშიც ინვესტორს მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს. აღნიშნული მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 10976,1 კვ.მ შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ 23 746 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ყიდის, რომლის საწყისი ღირებულება 842 ათასი ლარია და მისი გასხვისება 13 ივნისისთვის ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება.
საპრივატიზებო პირობების თანახმად ინვესტორი ვალდებულია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო სამუშაოების დაწყოს, 10 თვის ვადაში შენობის გარე ფასადის მოპირკეთება დაასრულოს და 24 კალენდარული თვის განმავლობაში საწარმო ექსპლუატაციაში შეიყვანოს.
იმავდროულად აღნიშნულ პროექტის განხორციელებისთვის ინვესტორს 24 თვის ვადაში, არანაკლებ 20 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.