საქალაქო სასამართლოში ,,გრინ სერვის ჯგუფის" საქმეზე პროცესი განახლდება.
მოსამართლემ დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძისათვის აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის შესახებ.
პროცესზე დაცვის მხარე დღეს კიდევ ერთი შუამდგომლობით წარსდგება სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ ,,გრინ სერვის ჯგუფის" ბრალი წაყენებული აქვთ ძველი თბილისის რაიონის ყოფილ გამგებელს ლაშა ფურცხვანიძეს და მის ყოფილ მოადგილეს კობა ხარშილაძეს.