დღეს, 25 მარტს, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და დემეტრე თავდადებულის ხსენების დღეს, ახალი მოძრაობა "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა" დაარსდება.
მოძრაობის პრეზენტაცია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", 13 საათზე შედგება.
"სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" ძირითად მიზნებს მართლმადიდებლურ ფასეულობებზე და ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობის ხელშეწყობა, ქართული თვითმყოფადობისა და ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესის შენარჩუნება-განვითარება წარმოადგენს.
ახალი მოძრაობა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეების მიერ დაფუძვნდა. მას მალხაზ გულაშვილი თავმჯდომარეობს. მისი წევრები არიან: პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ნანა დევდარიანი, "სახალხო პარტიის" თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე, საქართველოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე
ელიზბარ ჯაველიძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენელი ლევან ჩაჩუა, პოეტი რეზო ამაშუკელი, სოსო ჯაჭვლიანი, ხელოვნებათმცოდნე ბაია ამაშუკელი, მსახიობი დიმა ჯაიანი,
მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე და სხვები.