12 ივნისიდან, საქართველოს კინოთეატრებში ქართული მხატრული ფილმი „ჩემი საბნის ნაკეცი" იქნება წარმოდგენილი.
ფილმის რეჟისორია ზაზა რუსაძე. მონაწილეობენ მსახიობები: თორნიკე ბზიავა,ავთანდილ მახარაძე, თორნიკე გოგრიჭიანი,ზურა ყიფშიძე,მაკა მახარაძე,მარინა ჯანაშია,გიორგი ნაკაშიძე,დარეჯან ხარშილაძე,ლიუდმილა მღებრიშვილი-არტიემევა,შოთა ქრისტესაშვილი, აკაკი ხიდაშელი, გიორგი გიორგანაშვილი.
ფილმში ახალგაზრდა მამაკაცი დიდი ხნის შემდეგ მშობლიურ პატარა ქალაქში ბრუნდება და ცდილობს, აქ არსებული საზოგადოების ცხოვრების წესსა და მისდამი დამოკიდებულებას დაუპირისპირდეს.
აღსანიშნავია, რომ ფილმი „საბნის ნაკეცი" 2013 წელს ბერლინის კინოფესტივალზე სექცია „პანორამაში" იყო ნაჩვენები.
მასალის გამოყენების პირობები