დღეს, 25 მარტს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტ ნათია კობერიძის პასუხისმგებლობის ხარისხის საკითხს განიხილავს.
"ნათია კობერიძე ქარტიის ერთ-ერთი ხელმომწერია, ამიტომ ქარტიის საბჭო განიხილავს და დაადგენს, კონკრეტულად რა პასუხისმგებლობა ეკისრება მას იმ სიუჟეტის გამო, რომელიც "ტელეიმედის" ეთერში 13 მარტს გავიდა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ჟურნალისტმა ია ანთაძემ.
მისივე თქმით, 25 მარტისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე საბჭოს საორგანიზაციო საკითხების განხილვაც იგეგმება.