რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი სერგეი გლაზნევი უკრაინაზე პრევენციული დარტყმის ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია მოსკოვში მყოფ საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მინდა ყველას შევახსენო ჩერჩილის ცნობილი სიტყვები: ის ვინც სირცხვილსა და ომს შორის სირცხვილს ირჩევს, შედეგად იღებს ომსაც და სირცხვილსაც ერთდროულად.
ეს თანამედროვე ომია, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ჩვენ ჩვენი ტანკები კიევისკენ უნდა წარვმართოთ, მაგრამ სულ მცირე, ჩვენ უფლება გვაქვს მოსახლეობის გენოციდი შევწყვიტოთ. ამისათვის საკმარისია ცა დავკეტოთ და სამხედრო ტექნიკის ჩახშობის იგივე მექანიზმი გამოვიყენოთ, რაც ამერიკელებმა გამოიყენეს ლიბიაში. მათ ჯერ ცა დაკეტეს, შემდეგ კი ჰაერიდან დაცხრილეს ჯავშანტექნიკა, არტილერია და ავიაცია.
ახლა ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ამის გაკეთების შესაძლებლობა, აი ნახევარი წლის შემდეგ ამის შესაძლებლობა არ გვექნება", - განაცხადა პუტინის მრჩეველმა.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ მილიტარიზაციისა და მოსახლეობის რუსეთის წინააღმდეგ მობილიზაციისკენ აიღო გეზი.