დღეს, 25 მარტს, 12:00 საათზე ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შეხვედრა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოდან აცნობეს, შეხვედრაზე, მხარეები წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღის და შემდგომი პერიოდის ობიექტურად გაშუქებაზე ისაუბრებენ.