6-14 სექტემბერს საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, საერთაშორისო საგამოფენო ცენტრი "HELEXPO"- ს ორგანიზებით, 79-ე საერთაშორისო სავაჭრო და სამომხმარებლო გამოფენა-ბაზრობა გაიმართება, სადაც სხვა ქვეყნებთან ერთად მიწვეულია საქართველოც.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებაში მსოფლიოს 800-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. გამოფენას ყოველწლიურად 200 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ესწრება.
მიმდინარე წელს გამოფენა-ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სფეროები: საავტომობილო, სამშენებლო წარმოება, ენერგეტიკა, სამინისტროები და სახელმწიფო დაწესებულებები, ფერმერული ვაჭრობა, წიგნის ბაზარი, ათლეტიკა, ინოვაციური და ტექნოლოგიური მიღწევები, ინფორმატიკა და განვითარება, ინტერნეტ თამაშები.
2014 წელს "HELEXPO" გამონაკლისის სახით საგამოფენო სტენდისათვის 12 კვადრატული მეტრი სივრცის უფასოდ გამოყოფის შესაძლებლობას იძლევა, უფასოა სარეგისტრაციო ფორმაც.
„გამოფენაში ქართული მხარის მონაწილეობა ხელს შეუწყობს მომავალში მეზობელი სახელმწიფოების დაინტერესებას და მსხვილი ბერძნული კომპანიების კაპიტალის მოზიდვას საქართველოში"- აცხადებენ პალატაში.