უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ მას არ აინტერესებს თუ რას ფიქრობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„სიმართლე თუ გინდათ, მე მაინცდამაინც არ მაინტერესებს რას ფიქრობს მოქალაქე პუტინი ჩემს სახელმწიფოზე", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ გამოცემა „თაიმ"-სათვის მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, თუ რუსეთი ეჭვქვეშ აყენებს უკრაინის უფლებას იარსებოს მის ახლანდელ საზღვრებში, საუკეთესო საშუალება იმისა, რომ პუტინი ამაში გადაარწმუნო, მძლავრი ჯარისა და აყვავებული ეკონომიკის შექმნაშია.
„არავინ მისცემდა თავს უფლებას ეჭვი შეეტანათ ისეთი პატარა ქვეყნების არსებობის უფლებაში როგორიც მაგალითად სინგაპურია, იმიტომ, რომ თუ ქვეყანა ძლიერია, ეფექტურია, კომფორტულია და მონოლითურია, ასეთი ეჭვები არც არავის უჩნდება",- აცხადებს პეტრო პოროშენკო.