ლუგანსკის მხრიდან უკრაინა-რუსეთის საზღვარი რუსმა „ბოევიკებმა" გაარღვიეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, „ბოევიკებმა" „დოლჟანსკის" საგუშაგო დაიკავეს, რომელიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით დახურული იყო.
ახლა უკვე, უკრაინული მედიის ინფორმაციით, საზღვარზე გატარების პრეროგატივა თავის თავზე ადგილობრივი მილიციის წარმომადგენლებმა აიღეს, რომლებიც „ბოევიკების" მხარეს არიან გადასულნი.
თავად „ბოევიკები", რომლებმაც საგუშაგო აიღეს, საკუთარ თავს ლუგანსკის პირველ კაზაკურ ასეულს უწოდებენ.