,,ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ აჰმედ იმამყულიევის სარჩელის განხილვას ეხმიანება და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო ეჭვქვეშ არ დააყენებს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების მიმართ ნდობას.
,,მიგვაჩნია, რომ იმ სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს, სასამართლომ უნდა მიიღოს ისეთივე გადაწყვეტილება, როგორიც წინა შემთვევებში იქნა მიღებული, რაც შესაბამისად საფუძველი გახდება აჰმედ იმამყულიევისთვის საარჩევნო უფლების აღდგენისა. გამოვთქვამთ რწმენას, რომ სასამართლო მიიღებს ერთადერთ ლოგიკურ და სამართლიან გადაწყვეტილებას და ეჭვქვეშ არ დააყენებს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების მიმართ ნდობას".
მისივე განცხადებით, საფრთხის ქვეშ დგება სახელმწიფოს მხრიდან საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი პირობების შექმნის უზრუნველყოფა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატის აჰმედ იმამ ყულიევის სარჩელის განხილვა განხალდება.
პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული.
სხდომა გუშინ მოსამართლის გადაწყვეტილებით გადაიდო. "ნაციონალური მოძრაობა" და თავად იმამყულიევი ცესკო-ს და მარნეულის სამხარეო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც, აჰმედ იმამყულიევი გამგებლობის კანდიდატობიდან მოიხსნა.