საქართველოს ბანკი, Express სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს. ბანკმა დღეს ავლაბარში, მეტეხის ქუჩა N22-ში ახალი Express სერვისცენტრი გახსნა.
საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრში მომხმარებელი ოპერატიულად სარგებლობს საბანკო სერვისებით. Express სერვისცენტრებში მოწყობილია ორი ზონა - მომხმარებელს ემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ყოველდღე დილის 900 საათიდან 2100 საათამდე, შაბათ-კვირას - 1000 საათიდან 1800 საათამდე, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია: ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი Express Pay-ი და ბანკომატი.
ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ბანკის უკვე 48 Express სერვისცენტრი მოქმედებს. ახალ Express სერვისცენტრში 6 ადამიანი დასქამდა.