,,ნაცმოძრაობის" დეპუტატი გოგა ხაჩიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რიჩარდ ნორლანდს მიმართავს, როემელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,მივმართავ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, ბ-ნ რიჩარდ ნორლანდს! ბ-ნო ელჩო, სამწუხაროდ, თქვენ ტყუილი გითხრათ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ხელისუფლება და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, არათუ ემიჯნებიან, არამედ თვითონ არიან წინასაარჩევნო კამპანიის დროს ზეწოლისა და უკანონობის ორგანოზატორები. ამის მარტივ დადასტურებად დღევანდელი ცაგერის ინციდენტიც გამოდგება, როდესაც ხელისუფლება ერთს აცხადებს და პარალელურ რეჟიმში განაგრძობს ძალადობას. ბ-ნო ელჩო, მივესალმები აშშ-ს საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას და მოგიწოდებთ უფრო მეტი პრინციპულობით მოითხოვოთ ხელისუფლებისგან, დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემოს შექმნა, დარჩენილ პერიოდში მაინც", _ აცხადებს ხაჩიძე.