საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ასახავდა საერთაშორისო თანამეგობრობის მზარდ შეშფოთებას.
,,საელჩოს განცხადება ასახავდა საერთაშორისო თანამეგობრობის მზარდ შეშფოთებას რომელიც ეხება რისკს და რომლის წინაშე შეიძლება დადგეს საქართველო იმ შემთხვევაში თუ არ იქნება დამკვიდრებული მაღალი სტანდარტი, რომელიც დამკვიდრდა ორი უკანასკნელი არჩევნების დროს. საქართველოს მეგობრები საერთაშორისო თანამეგობრობაში ეჭვობენ, რომ არჩევნების სტანდარტი საფრთხის ქვეშ არ დადგება და მაღალი სტანდარტი დაკმაყოფილებული იქნება", _განაცხადა ნორლანდმა.
მისივე განცხადებით, ადრეა საუბარი იმაზე საარჩევნო გარემო ცუდია, ან გაუარესებულია, თუმცა როცა საარჩევნო კანდიდატი დასისხლიანებულია, ან აგრესია ხორციელდება საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ, ეს არ არის კარგი ნიშანი, როგორც თავად საარჩევნო გარემოსთვის, ასე ზოგადად საქართველოსთვის.
,, როდესაც ვხედავთ კანდიდატი მოდის დასისხლიანებული სახით, ან აგრესიას საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ, ეს არ არის კარგი ნიშანი, როგორც თავად საარჩევნო გარემოსთვის, ასე ზოგადად საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა ზუსტი სიგნალი გაუგზავნონ თავიანთ წევრებს. ამასთან დაკავშირებით კეთდება კიდეც განცხადებები. Bბატონმა კახა კალაძემ გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება, რომ "ქართული ოცნება" არ ემხრობა ასეთ მიდგომებს და ეს იყო "ქართული ოცნების" მხრიდან გაკეთებული მნიშვნელოვაი გზავნილი", _ განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.