საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მასზე ძებნის შესაძლო გამოცხადებას რუსეთის იმპერიის სისუსტედ აფასებს.
,.,მთელი ეს პერიოდი ელოდებოდნენ, რომ შეთანხმებისამებრს საქართველოს ახლანდელ მთავრობა აღძრავდა ჩემს წინააღმდეგ საქმეს. Mმაგრამ მას შემდეგ რაც ევროკავშირმა მკაცრად გააფრთხილა და პრინციპში იმდენი ქნეს და მაინც ვერაფერი ვერ იპოვეს რუსებმა ხელთათმანები მოიხსნეს და აღძრეს საქმე და თვითონ აპირებენ ჩემს ძებნაში გამოცხადებას. ვფიქრობ, Eეს დიდი სისუსტის ნიშანია ამ იმპერიის და ეს სისუსტე სულ უფრო გაძლიერდება მათში. ისე ვფიქრობ, რომ არ დავჯდე ამ აეროფლოტზე და ჩემი ფეხით ჩავიდე ოდესის აეროპორტიდან რუსეთის რეისით, ხომ არ დავენახო, ეს ისე ხუმრობით", _განაცხადა სააკაშვილმა.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს. ინფორმაციას აის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„როგორც საგამოძიებო კომიტეტიდან მომავალი ინფორმაციიდან გახდა ცნობილი, საქართველოს ექს-მეთაურზე მიხეილ სააკაშვილზე სამხრეთ ოსეთში 6 წლის წინ მომხდარი ამბების გამო შესაძლოა საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს",_ წერს რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, სააკაშვილზე შესაძლო ძებნის გამოცხადების შესახებ განცხადება, საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა გააკეთა და ასევე აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობაში შესაძლოა მიეცენ სახელმწიფოს სხვა ოფიციალური პირები, რომლებსაც მაღალი თანამდებობები ეკავათ და ისინი ვინც არიან ინიციატორები ე.წ. სამხრეთ ოსეთში მომხდარი კონფლიქტისა.
„შენი საშინელი მოქმედებებისა და მიზნებისათვის პასუხი უნდა აგო",_ მიიჩნევენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.