ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. ბრაზილიას პირველი ფეხბურთის ტურისტები უკვე ეწვივნენ კიდეც. მათთვის ბრაზილიაში ყველაზე ხელშესახები ფასებია, რომელმაც ჩემპიონატის გამო მოიმატა. მაგალითად, სამხრეთ ამერიკული კოქტეილის ფასი - 10 დოლარია, ჩისბურგერის ღირებულება კი - 17 დოლარი. რაც შეეხება საშუალო ზომის პიცას , მისი შეძენა ბრაზილიაში 35 დოლარადაა შესაძლებელი. ტურისტებთან ერთად შოკშია ადგილობრივი მოსახლეობაც, რადგანაც ლოგიკურია პროდუქციის ფასმა მათთვისაც მოიმატა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ის რაც იყიდება ბრზილიაში ევროპასა და აშშ-ში გაცილებით ნაკლები ღირს და თან განსხვავდება ხარისხითაც. მათი მხრიდან აქცენტი ყველა მიმართულებით დაბალ ხარისხზე კეთდება.
ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქად უკვე დასახელდა რიო, სადაც ღამის თევა საშუალოდ 445 დოლარია, რასაც შემდგომ კვების, ბილეთის და სხვა ხარჯებიც ემატება. რიოში ჩამსვლელ ტურისტს დღეში საშუალოდ 682 დოლარი დახარჯვა მოუწევს.
გარდა საკვებისა და სასტუმრო მომსახურებისა ბრაზილიაში გაძვირდა ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო თუ ელექტრონული ტექნიკა. მაგალითად ახალი iPhone -ს შეძენა ბრაზილიაში 1250 დოლარადაა შესაძლებელი, მაშინ როდესაც აშშ-ში , Apple -ის მაღაზიაში იგივე ტელეფონი 649 დოლარი ღირს. ჯინსი Levi 501 -ის ყიდვა ბრაზილიაში მინიმუმ 80 დოლარი ჯდება, ეს იმ ფონზე როდესაც ანალოგიური ჯინსის შეძენა აშშ-ში 3 -ჯერ იაფადაც შეიძლება.
რაც შეეხება ბრაზილიის ფორმას, ის ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარს 100 დოლარის დაუჯდება.
მასალის გამოყენების პირობები