რუსმა მილიარდელმა, რომან აბრამოვიჩმა შესაძლოა საფეხბურთო სექტორში საკუთარი წილი გაზარდოს და მალე ესპანური საფეხბურთო კლუბის „მალიორკას" მფლობელიც გახდეს.
გამოცემა Mundo Deportivo წერს, რომ ბიზნესმენი მოლაპარაკებას აწარმოებს „მალიორკას" აქციების 55 % -ის შეძენაზე. როგორც ირკვევა აღნიშნულ მოლაპარაკებებში აქტიურადაა ჩართული გუნდის ებრაელი მეკარე დავიდ დუდუ ავატი, რომელიც ფეხბურთიდან წასვლას და კლუბის ბიზნესით დაკავებას გეგმავს.
თუ კი გარიგება წარმატებით დასრულდება, აბრამოვიჩი კონტროლს მოიპოვებს უკვე მეორე საფეხბურთო კლუბზეც. როგორც ცნობილია მილიარდელმა 2003 წელს ინგლისური „ჩელსი" შეიძინა და მას დღემდე ფლობს.
მასალის გამოყენების პირობები